31 მაისი 2020,   18:50
ვრცლად
სამეგრელო-ზემო სვანეთის 7 მუნიციპალიტეტში ე.წ. ცხელების ცენტრები მოეწყო

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 7 მუნიციპალიტეტში ე.წ. ცხელების ცენტრები მოეწყო. ცენტრები მოწყობილია ფოთში, აბაშაში, მარტვილში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ხობსა და სენაკში. მსგავსი ტიპის ობიექტს ამზადებენ მესტიის საავადმყოფოში.

"ცხელების ცენტრებში" ვითარებას სახელმწიფო რწმუნებული მოადგილეებთან ერთად ადგილზე გაეცნო. მათ კლინიკის ხელმძღვანელებისგან არსებული მდგომარეობასა და საჭიროებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. 

კლინიკებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს, რომელიც მკაცრად კონტროლდება.

დღის ამბები