06 ივნისი 2020,   08:07
ვრცლად
ქალს, რომელიც კორონავირუსით დღეს გარდაიცვალა, მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა

კორონავირუსით გარდაცვლილ 81 წლის ქალს რამდენიმე თანდართული დაავადება ჰქონდა, ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. 

"გულის უკმარისობა, ანამნეზში გადატანილი მიოკარდიუმის ინფაქტი, აღნიშნული დაავადებები არის მაღალი რისკის ჯგუფი. შესაძლებელია აღნიშნული ლეტალური შედეგი ამ ქალბატონთან ნებისმიერ ვირუსს გამოეწვია,"- განაცხადა ლევან რატიანმა.

ბოლო 24 საათში ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  

პარალელურად იმატებს გამოჯანმრთელებულების რიცხვიც, 36-მა პაციენტმა კოვიდ-19 უკვე დაამარცხა. დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

დღის ამბები