06 ივნისი 2020,   09:20
ვრცლად
საჩხერის მერი ამბობს, რომ მის ცოლს კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებთან უწევდა შესვლა

ექიმის დაინფიცირების კიდევ ერთი ფაქტი ქვეყანაში - ინფექციონისტს კორონავირუსი პაციენტისგან ამჯერად სავარაუდოდ საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადაედო, სადაც ამჟამად 3 პაციენტი მკურნალობს.

ექიმი საჩხერის მერის ცოლია. ინფორმაცია თავად მერმა დაადასტურა. ახლა მერი ოჯახის წევრებთან ერთად, შვილებთან და დედასთან ერთად იზოლაციაშია. ირკვევა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მას შეხება ჰქონდა მოქალაქეებთანაც.

საჩხერის მერის მეუღლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის მკურნალობას გადის საჩხერის სამედიცინო ცენტრში.

"მას უწევდა დაინფირებულ პაციენტებთან შესვლა. სიცხე არ აღენიშნება. მცირე დისკომფორტი ჰქონდა გუშინ ყელში.

მე არ ვგრძნობ არაფერს, ჩვეულებრივად ვარ ჯერჯერობით, თუმცა ვიცავდი ყველანაირ დისტანციასაც. სახლში ვიმყოფები, არ გავდივარ გარეთ და ველოდები რომ ჩამიტარებენ ანალიზებს," - განაცხადა საჩხერის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა.

დღის ამბები