06 ივნისი 2020,   07:33
ვრცლად
რა ვითარებაა რუსთავში - იზოლაციაში მყოფ საკრებულოს წევრებს ვირუსის სიმპტომები არ აქვთ

ინფიცირებული ქართველი სპორტსმენის კონტაქტები იზრდება. 23 პირი უკვე კარანტინშია, დანარჩენები თვითიზოლაციაში.

მკლავჭიდელი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა და რომლის ინფიცირების წყაროც სომხეთს უკავშირდება, თბილისის გარდა კიდევ 3 ქალაქში იმყოფებოდა.

ქვემო ქართლში 71 ადამიანი იმყოფება საკარანტინო ზონაში, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია- ისენი არიან, ძირითადად, საკრებულოს დეპუტატის კლასტერის წარმომადგენლები. რაც შეეხება სასწრაფო დახმარების ექიმის მეუღლის კლასტერს, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია, მათი მდგომარეობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, რომ ბანკის თანამშრომლის კონტაქტებთან ყველა სახის პრევენციული ზომაა მიღებული.

"რაც შეეხება იზოლაციაში მყოფ საკრებულოს წევრებს და იმ პირველ კონტაქტებს, რომლებიც ბანკის თანამშრომლის ოჯახთან არიან დაკავშირებულები,  11 დღეა და არანაირი ვირუსის სიმპტომები არ გვაქვს,"- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

"პრევენციის კუთხით ყველა ზომა მივიღეთ, ყველა მათგანი მკაცრი თვითიზოლაციის პირობებშია. მათი ჯანმრთელობის მონიტორინგი ყოველდღიურად მიმდინარეობს,"- აღნიშნა რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ბეგაშვილმა.

რუსთავში მდგომარეობა ამჟამად კონტროლს ექვემდებარება, როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ კორონავირუსის გავრცელების არანირი წინასწარი პროგნოზი არ არსებობს.

დღის ამბები