01 ივნისი 2020,   19:13
ვრცლად
ცნობილია, რომელი ქალაქებიდან დაბრუნდებიან საზღვარგარეთ მყოფი ქართველები მიმდინარე კვირას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი რეისები შემდეგი მიმართულებით:

16 აპრილი - პარიზი-თბილისი
18 აპრილი - თელავივი-თბილისი
21 აპრილი -  რომი-თბილისი

უწყების ცნობით, აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways”.

ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღის ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო. 
გარდა ამისა, მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს. 
საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისებიდან ასევე განხორციელდება 

7 აპრილი - ათენი-თბილისი
10 აპრილი - ლარნაკა - თბილისი
12 აპრილი -  ბერლინი-თბილისი
14 აპრილი - ამსტერდამი-თბილისი

მსოფლიოში COVID-19 გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 5000-მდე საქართველოს მოქალაქე.  მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი,ბულგარეთი,გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი.

დღის ამბები