06 ივნისი 2020,   23:34
ვრცლად
კახეთში ცხელების 4 ცენტრი მოეწყო

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა რეგიონში ცხელების ცენტრები მოინახულა. კახეთში 4 ცხელების ცენტრია გახსნილი - საგარეჯოს, ლაგოდეხის და თელავის მუნიციპალიტეტებში.

"დავათვალიერეთ თითოეული ცხელების ცენტრი. ყველგან დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა. პერსონალი შესაბამისად მოტივირებულია. გააჩნიათ მკურნალობისთვის საჭირო გაიდლაინები და აღჭურვილობა, ვფიქრობთ რომ ეს ცხელების ცენტრები თავის მოვალეობას პირნათლად შეასრულებენ. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მათი გამოყენების დიდი საჭიროება არ დადგება" - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები