05 ივნისი 2020,   13:38
ვრცლად
მოსახლეობას ვთავაზობ გამოიყენოს ეპარქიის კუთვნილი მიწები, დათესოს და საკვები მოიყვანოს - მეუფე იოსები

ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა-ლოცვა ტრადიციულად მეუფე იოსებმა აღავლინა. შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მედიას ქადაგების გადაღების უფლება არ მისცა. მიზეზად კი აღნიშნა, რომ მის წინა ქადაგებას მედიის ნაწილმა დასცინა. 

გარდა ამისა, მეუფე იოსებმა დღევანდელ ქადაგებაშიც მრევლს ახალი ინიციატივით მიმართა.

"მძიმე ზამთარი გველის, ვფიქრობ დიდი შიმშილობა იქნება. აქედან გამომდინარე, მოსახლეობას ვთავაზობ გამოიყენოს ეპარქიის კუთვნილი მიწები, დათესოს და საკვები მოიყვანოს. ეკლესიას აქედან ერთი გრამიც არ უნდა. თქვენ შექმნით კოოპერატივები, იშრომეთ და საკვები მოიმარაგეთ.

რაც შეეხება ციფრულ ფულს, ეს მოახლოებულია, ხელში და შუბლში ჩაგვიდგამენ და "ქეში" ფული და საბანკო ბარათები საჭირო აღარ იქნება.

კაცობრიობა მიდის ცოდვიანი აღსასრულისკენ. ეს ვირუსი ღვთის სასჯელია. ამიტომ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ზიარების, აღსარების, ჯვარზე მთხვევის. თუმცა უნდა დავემორჩილოთ სახელმწიფოს და შევასრულოთ მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღდგომის წირვის ჩატარების ნებას არ მოგვცემენ და ეს ჩვენი ბრალი იქნება," - განაცხადა მეუფე იოსებმა.

დღის ამბები