05 ივნისი 2020,   04:27
ვრცლად
წმინდა ზიარება ვერ იქნება სიკვდილის შემოტანის მიზეზი - მიტროპოლიტი ანდრია

მიტროპოლიტმა ანდრიამ დღეს თავის ქადაგებაში წმინდა სინოდის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ განმარტა და კორონავირუსის შესახებ ილაპარაკა. მან სათქმელი 5 პუნქტად ჩამოაყალიბა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება, ადამიანს დაუკეტო ტაძარი. ასევე განმარტა რომ წმინდა ზიარება ვერ იქნება სიკვდილის შემოტანის მიზეზი, რადგან ღმერთი თვითონ არის სიცოცხლე.

თუმცა მიტროპოლიტმა განმარტა, რომ ვირუსი არის რეალური. ის ემუქრება ყველას და საჭიროა დავიცვათ რეკომენდაციები, რათა არ გავხდეთ სხვისი დაინფიცირების წყარო.  

თავის ქადაგებაში მიტროპოლიტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, სურვილის შემთხვევაში, აზიაროს ინფიცირებული, ან იზოლაციაში მყოფი მორწმუნეები.

მეუფე ანდრიას ინფორმაციით, ზიარების სურვილი აქვთ საპატიმროში  მყოფებს, თუმცა იქ სასულიერო პირის შესვლას კარანტინი უშლის ხელს და იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხშიც სახელმწიფო და ეკლესია შეთანხმდება.

დღის ამბები