26 მაისი 2020,   11:43
ვრცლად
ჩავთვალოთ რომ ეს განსაცდელი სწორედ იმისთვის არის, რომ კაცობრიობა დაუახლოვდეს ღმერთს - მამა იოანე

კათოლიკოს პატრიარქი ხარების ლიტურგიას სამებაში 7 აპრილს ჩაატარებს. წირვამდე ხვალ, სამების საკათედრო ტაძარში 4 საათზე ლოცვა დაიწყება. დღეს კი ტაძრებში საკვირაო წირვა ჩატარდება. ეკლესიებში ისევ ათეულობით ადამიანი იმყოფება, თუმცა რეკომენდაციები დაცულია. 

სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს დღეს მამა იოანემ მიმართა.

"ადამიანები ერთი და იმავე მდგომარეობიდან ზოგი კეთილ ნაყოფს გამოიღებს, ზოგი ბოროტს. ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, დაფიქრდეს საკუთარ სულზე. დაფიქრდეს, თუ რატომ ხდება ეს განსაცდელები, რას ითხოვს ღმერთი ჩვენგან. ჩავთვალოთ, რომ ეს განსაცდელი სწორედ ამისთვის არის, რომ კაცობრიობა დაუახლოვდეს ღმერთს," - განაცხადა არქიმანდრიტმა, სამების საპატრიარქო ტაძრის ეკონომოსმა მამა იოანემ.

დღის ამბები