01 ივნისი 2020,   06:51
ვრცლად
მეჯვრისხეველი ინფიცირებულის ოჯახი იზოლაციაშია - მამაკაცის ცოლი საბავშვო ბაღში მუშაობდა

მას შემდეგ, რაც მეჯვრისხეველ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფება.

პირველადი ტესტის საფუძველზე მამაკაცის მეუღლეს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა, ქალი საბავშვო ბაღში მუშაობდა და ის იმ პროდუქტების დახარისხებაში იღებდა მონაწილეობას, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დროებით დახურული ბაღების აღსაზრდელებს სახლებში უგზავნიან.

საშუალო ხნის მამაკაცს, რომელიც გადამზიდავი ტრანსპორტის მძღოლია, კოვიდ-19-ის დიაგნოზი სომხეთში დაუდასტურდა.

როგორც ცნობილია, მამაკაცი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრია. გავრცელებული ინფორმაციით, ის პანდემიის პერიოდში უკვე მეორედ ჩავიდა სომხეთის ტერიტორიაზე.

ცნობას მამაკაცის დიაგნოზის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს.

დღის ამბები