02 ივნისი 2020,   12:19
ვრცლად
"მთავრობამ უნდა გააფართოოს შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა"- "ღია საზოგადოება საქართველოს" მიმართვა

"ღია საზოგადოება საქართველომ" მთავრობისთვის რეკომენდაციების პაკეტი მოამზადა. დოკუმენტი , Covid- 19-ით გამოწვეული კრიზისის შედეგად უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას გულისხმობს.

პანდემიის პირობებში მთავარი პრინციპი ისეთი ზომების მიღებაა, რომელთა განხორციელება სწრაფად და რაც შეიძლება ნაკლები ადმინისტრაციული ხარჯით შეიძლება მოხდეს, აცხადებს ორგანიზაცია.

კვლევის ავტორი ვახტანგ ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დაახლოებით 15 000-მდე ოჯახია ისეთი, რომლებიც არაფორმალურად არიან დასაქმებულები.

"მთავრობას ვთავაზობთ, რომ მათ ვინც სამსახური დაკარგა, შესთავაზონ სოციალური დახმარება. მთავრობამ უნდა გააფრთოოს შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა, რომელიც დაახლობით 15 000-მდე იქნება,"- განაცხადა ვახტანგ ნაცვლიშვილმა.

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია კი აცხადებს,რომ მხოლოდ საქართველოს მთავრობის ბიუჯეტი საზოგადოების დასახმარებლად არ არის საკმარისი და საკმაოდ მწირია.

"საქართველოს ბიუჯეტს მსგავსი ქმედებებისთვის ძალიან მწირი შესაძლებლობა აქვს და ის რომ გაზსა და დენს იხდის, ესეც გასაკვირია, საიდან აქვთ მობილიზებული. მსგავსი სახის შემწეობები უნდა იყოს საერთაშორისო მხარეებისგან, რომელიც საკმაოდ მოცულობითიც უნდა იყოს,"- განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

დღის ამბები