04 ივნისი 2020,   03:18
ვრცლად
ნიუ-იორკში 1 დღეში 630 ადამიანი გარდაიცვალა - მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა 1 200 000-ს აჭარბებს

კათოლიკური სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ბზობის დღესასწაული მრევლის გარეშე წარიმართა. პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს ტაძარში საღმრთო ლიტურგია მარტომ აღავლინა . ცარიელი იყო სხვა დროს მორწმუნეებითა და ტურისტებით სავსე წმინდა პეტრეს მოედანიც . კორონავირუსის გამო ტრადიციად ქცეული ზეთისხილის რტოებით მსვლელობა კი მხოლოდ რამდენიმე მეტრზე შესრულდა.  მორწმუნე კათოლიკეებისთვის მესა ტელევიზიით და ინტერნეტით გადაიცემოდა. პონტიფისკოსმა მრევლს იზოლაციის პირობებში სხვების დახმარებაზე ფიქრისკენ მოუწოდა .


იტალია ფატალური შემთხვევებით მსოფლიო რუკაზე ისევ პირველ ადგილზეა. ქვეყანას 15 ათასზე მეტი გარდაცვლილი და 124 ათასზე მეტი ინფიცირებული ჰყავს. რეკორდულად იზრდება მონაცემები ესპანეთშიც. კოვიდ-19-ით დაავადებულთა რაოდენობით ქვეყანამ უკვე იტალიასა და ჩინეთსაც კი გადაუსწრო. ესპანეთში ვირუსი 130 ათასზე მეტ ადამიანს აქვს. რთული ვითარებაა გერმანიასა და საფრანგეთშიც. გერმანიაში ინფიცირებულთა რიცხვი 96 ათასს გადასცდა, საფრანგეთში კი თითქმის 90 ათასია.

კოვიდ-19 ით ყველაზე მეტი ინფიცრებული ადამიანი კი ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა აქ 311 ათასს გადააჭარბა. ყველაზე რთული მდგომარეობა ნიუ-იორკშია,სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის დიაგნოზით 630 ადამიანი დაიღუპა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. შტატებში ვირუსით 8 ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი .

დღეს მთელი მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად აუცილებელი ინვენტარის კრიზის განიცდის. ერთჯერადი ნიღბების გამო სახელმწიფოებს შორის წარმოქმნილ დაპირისპირებას საერთაშორისო მედიამ პირბადეების ომი უწოდა.შეერთებულმა შტატებმა ბანგკოკში ბერლინსითვის განკუთვნილ სამედიცინო პირბადეებს კონფისკაცია გაუკეთა. ოფიციალურმა ბერლინმა კი ამ ფაქტის გამო შტატებს "თანამედროვე მეკობრეობაში“ დასდო ბრალი. დონალდ ტრამპმა პირბადეების ექსპორტი შეუწყვიტა კანადასაც. მიუხედავად შტატების ამ ქმედებისა, კანადის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ექსპორტზე დაწესებულ სანქციებს პასუხს არ გასცემს.

ინფიცირების კლების ტენდენცია შენარჩუნებულია ჩინეთში. ქვეყანა ჩაკეტილ ქალაქ უჰანს ოთხშაბათიდან გახსნის. კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი კარანტინში, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში იყო. შეზღუდვების მოხსნა იმას ნიშნავს, რომ ჰუბეის პროვინციამ ეპიდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ბოლო 24 საათში ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 25 იმპორტირებულია და შიდა გადადება მხოლოდ ხუთ შემთხვევაში გამოვლინდა.

დღის ამბები