05 ივნისი 2020,   13:49
ვრცლად
რა უნდა გააკეთოს მთავრობამ ეკონომიკური კრიზისის შესამცირებლად - სპეციალისტების რეკომენდაციები ხელისუფლებას

რა უნდა გააკეთოს კრიზისულ პერიოდში ქვეყანამ ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, როგორ უნდა დაეხმაროს ბიზნესს და მოქალაქეებს, რომლებმაც გლობალური საფრთხის ფონზე მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიიღეს. 

COVID 19-ით გამოწვეული გლობალური კრიზისი, ქართულ ეკონომიკას ყოველდღიურად ეხება. ეკონომიკური საქმიანობის ნაწილის შეჩერება დასაქმებულებზე უარყოფითად უკვე აისახა. თუმცა, პანდემიის ნეგატიური გავლენა ყველა მოქალაქეზე თანაბრად არ ვრცელდება. სპეციალისტები სწორედ იმ პირთა წრეზე საუბრობენ ვისაც, მთავრობის მხარდაჭერა სჭირდება.

დოკუმენტის ავტორები ამბობენ, რომ ახლა ყველაზე რთულ ვითარებაში ის ადამიანები არიან, ვინც თვითდასაქმებულები იყვნენ და ოფიციალური ხელშეკრულებით არ მუშაობდნენ, ახლა კი ფინანსური დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ.

ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი თანხა, რომელიც მოქალაქეებისთვის სხვადასხვა სახით გამოიყოფა მიზნობრივად უნდა დაიხარჯოს. უნდა მოხმარდეს მეწარმეობის და ბიზნესის მხარდაჭერას ან მოხმარდეს სასურსათო და კომუნალური ვაუჩერების დარიგებას.

რა სახით დაეხმარება მთავრობა მოსახლოებას ამაზე ეკონომისტების ნაწილს ამ ეტაპზე კონკრეტული დეტალებით საუბარი უჭირს, რადგან ეს იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რა რაოდენობის დახმარებას მიიღებს ქვეყანა დონორი ორგანიზაციებიდან.

ჯერჯერობით შეუძლებელია, ზუსტად განისაზღვროს ის ზიანი, რომელსაც პანდემია მსოფლიო ეკონომიკას მოუტანს, თუმცა არავინ დაობს იმაზე, რომ მას არსებითი გავლენა ექნება შრომის გლობალურ ბაზარზე. ეკონომიკის ექსპერტები მსოფლიოს მასშტაბით თანხმდებიან, რომ დანაკარგი დიდი იქნება.

სტატისტიკის მიხედვით საქართველოში სამუშაო ძალის მილიონ 911 ათას 200 ადამიანია, მათ შორის დასაქმებული მილიონ 690 200, უმუშევარი 221 ათასი, დაქირავებული 849 300, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 840 ათას აჭარბებს. ეს ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებია, თუმცა როგორ შეიცვლება ის "კოვიდ 19"-ის დამარცხების შემდეგ ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები