06 ივნისი 2020,   09:19
ვრცლად
ფოთის ბაზრის შესასვლელში ფულს აუთოებენ - აგრარული ბაზარი მუშაობას განაგრძობს

ფოთის ბაზრის მომხმარებლების ქაღალდის ფულს, ვირუსის საფრთხის გამო, შესასვლელში აუთოებენ და სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებენ. აგრარულმა ბაზარმა დღეს მუშაობა გააგრძელა, თუმცა ვირუსის პრევენციის მიზნით კონტროლის მექანიზმი გამკაცრებულია - ყველა მომხმარებელს უტარდება თერმოსკრინინგი. 

ბაზრის ადმიმისტრაციის თქმით, მაქსიმალურად მიმდინარეობს ზედამხედველობა და კონტროლდება ყველა პირი, ვინც ბაზრის ტერიტორიაზე შევა.

მიუხედავად დაანონსებული დახურვისა, ფოთში აგრარული ბაზარი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

დღის ამბები