05 ივნისი 2020,   02:51
ვრცლად
სპორტსმენი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ბოდიშს იხდის

სპორტსმენი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და რომლის კონტაქტების რაოდენობაც საგრძნობლად დიდია, პირველ განცხადებას აკეთებს.

ის ბოდიშს უხდის ყველა იმ პირს, რომელიც ამ ფაქტის გამო კარანტინშია. კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი აღნიშნავს, რომ ყველა ინფორმაცია, რაც ვრცელდება, სიმართლეს არ შეესაბამება და კონტაქტი სულ 16 ადამიანთან ჰქონდა, ხოლო აქედან მჭიდრო - მხოლოდ 4-თან.

მისი განცხადებით, ის არ ყოფილა ჩხოროწყუს რაიონში და არც მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. სპორტსმენი აღნიშნავს, რომ მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა.




ამავე თემაზე
დღის ამბები