07 ივნისი 2020,   00:30
ვრცლად
ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ყველაზე ცუდი სცენარისთვის - დიმიტრი ხუნდაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა იმართება. სხდომის დაწყებამდე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ მოახლოებული კრიზისული ფაზისთვის მზადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლინიკათა უმრავლესობა მზად არის, ხოლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად მუშაობა მიმდინარეობს.

"ჩვენ შევამოწმეთ ქუთაისი, ვნახეთ ფოთი. დღეს ჩართული კლინიკების უმეტესობა, მათი სტანდარტები არსებულ ვითარებას შეესაბამება. მედპერსონალი არის გადამზადებული, ტრენინგები გავლილი აქვთ. შესაბამისი ინფექციების კონტროლი მიმდინარეობს სწორად. არის ხარვეზები იმ კლინიკებს შორის, რომლებიც მოლოდინის რეჟიმშია და ეს ხარვეზები დაკორექტირდება. ჩვენ სხვა რეგიონებში ვაგრძელებთ კლინიკების მონიტორინგს, რამეთუ მოსალოდნელი კრიზისული ფაზისთვის, სადაც ძირითადი დაწოლის ტვირთი ჯანდაცვის სექტორზე იქნება. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ყველაზე ცუდი სცენარისთვის. კლინიკები და მედპერსონალი დღეს მზად არიან, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი,"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 





დღის ამბები