06 ივნისი 2020,   23:27
ვრცლად
თუ 60 წელზე მეტი ასაკის პაციენტები საწყის სტადიაში მიმართავენ კლინიკას, გამოჯანმრთელების შანსი მაღალია - ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანი განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 51 ინფიცირებული იმყოფება.

როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, 62 წლისა და 80 წლის პაციენტების მდგომარეობა, რომელიც მძიმე იყო, უმჯობესდება.

"კლინიკაში გვყავს 67 პაციენტი, 51 ინფიცირებული. ქალბატონი, რომელიც არის კლინიკაში 62 წლის , მარნეულის კლასტერი, პირველ ეტაპზე მოვიდა დადებითი ტესტი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან.

ასევე ქალბატონი 80 წლის, რომელიც ჩვენ კლინიკაში შემოსულია სხვადასხვა დაავადებებით, ამ ქალბატონის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია, ამ დილით მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან და სპონტანურ სინთქვაზეა.

თუ პაციენტები მომართავენ კლინიკას 60+1 ასაკის, სუნთქვის უკმარისობის დასაწყის სტადიაში, უფრო მაღალი შანსია გამოჯანმრთელების, ვიდრე დამძიმების. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება მძიმე, თუმცა სტაბილური," - განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, ექიმების ძირითადი ამოცანაა სიტუაციის კონტროლი შენარჩუნდეს.

"პანდემიის კანონია, ციფრებს ამ ეტაპზე მნიშვნელობა არ აქვს. ექიმების ძირითადი ამოცანაა ვმართოთ სიტუაცია, ისე, როგორც ვმართავდით პროტოკოლის მიხედვით,"  - განაცხადა რატიანმა.

დღის ამბები