02 ივნისი 2020,   21:55
ვრცლად
ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დღეს 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დღეს 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს

რატიანის განმარტებით, ამჟამად ჰოსპიტალში 51 პაციენტი გადის მკურნალობას.

"დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება მძიმე, მაგრამ სტაბილური. სულ არის 51 ინფიცირებული პაციენტი. რაც შეეხებათ ქალბატონებს, ჩვენთან რეანიმაციაში წევს 7 პაციენტი, აქედან კრიტიკული 2 პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუჯობესებულია.

რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას: ახალგაზრდა მამაკაცს,რომელიც არის 42 წლის, კლინიკურად სახეზეა კოვიდინფიცირება, აქვს ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწავავე რესპირატორული დისტრესი. პაციენტთან იყო გუშინ მეცხრე დღე კლინიკური გამოვლინებების. მიჩნეულია, რომ დაავადების მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე დღე კრიტიკულია. ეს პაციენტი რჩება მძიმედ, მაგრამ აპარატი ამ ეტაპამდე არ დასჭირვებია, იმედი მაქვს რომ ასე გაგრძელდება,"- განაცხადა ლევან რატიანმა.

 

დღის ამბები