07 ივნისი 2020,   00:17
ვრცლად
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 2 ადამიანი მკურნალობს - ერთის მდგომარეობა მძიმეა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი ადამიანი მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი ინფიცირებულის, 67 წლის მამაკაცის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. სტაბილურია ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოყვანილი პაციენტის - შუახნის ქალის მდგომარეობა.

რაც შეეხება სამ პირს, რომელიც ინფიცირებული სპორტსმენის უშუალო კონტაქტია, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ და ისინი ანაკლიის საკარანტინო ზონაში დააბრუნეს. მხარის რწმუნებული ინფორმაციით, მათ განმეორებით ანალიზებს ჩაუტარებენ.

დღის ამბები