02 ივნისი 2020,   21:40
ვრცლად
დაინფიცირებულების სახლში მკურნალობის მეთოდზე ქვეყანა ეტაპობრივად გადავა - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, COVID 19-ით ინფიცირების მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მკურნალობა ბევრმა ქვეყანამ დანერგა და საქართველოშიც შესაძლებელია ეს,  ეტაპობრივად განხორციელდეს. 

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, 112-ში შესული ზარების სრული მონოტორინგი ხორიცელდება.

"სახლში მკურნალობის პრაქტიკა გამოიყენა უკვე არა ერთმა ქვეყანამ და არის საკმაოდ ეფექტური პრაქტიკა. ჩვენ სატესტო რეჟიმში გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა იმასთან დაკავშირებით, რომ 112-ზე შემომავალი ზარების სრული მონიტორინგი უკვე ხორციელდება ოჯახის ექიმების მხრიდან და ხდება საკმაოდ კვალიფიციური დისგნოსტირება და კონსულტაციის გაწევა. ეს პრაქტიკა ნელ-ნელა კიდევ უფრო დაიხვეწება და უკვე გამოვლენილი შემთხვევების მიხედვით,  ჩვენ ეტაპობრივად შევძლებთ რომ გადავიდეთ სახლში მკურნალობის შემთხვევების მენეჯმენტზე," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები