04 ივნისი 2020,   01:22
ვრცლად
დღეიდან ბიზნესის და საწარმოების შემოწმების პროცესი იწყება - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დღეიდან იწყება იმ საწარმოებისა და ბიზნესების შემოწმების პროცესი, რომელთაც, ამ ეტაპზე, საქმიანობის უფლება აღუდგათ.

მისი თქმით, მკაცრად გაკონტროლდება თუ როგორ ასრულებენ ისინი იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, პროცესი იქნება სწრაფი და დღეში 50-მდე ობიექტის შემოწმება იგეგმება.

ნათია თურნავას ინფორმაციით, პარალელურად შემოწმდება ის ბიზნესებიც, რომელთაც ფუნქციონირება დროებით შეეზღუდათ.

მან მიმართა ბიზნესის წარმომადგენლებს, გამოიყენონ ეს დრო, რათა დროულად შეძლონ ფეხი აუწყონ კორონავირუსის გამო დამკვიდრებულ ახალ სტანდარტებს.

დღის ამბები