05 ივნისი 2020,   12:56
ვრცლად
შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებულების მკურნალობაში კერძო სადაზღვევო კომპანიები ჩაერთონ -ეკატრინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებულების მკურნალობაში კერძო სადაზღვევო კომპანიები  ჩაერთონ.

ტიკარაძის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართება.

"დღევანდელ ეტაპზე, კოვიდინფექციას ფარავს სრულად სახელმწიფო, თუმცა არსებობს მოსაზრებები, რომ ჩაერთონ როგორც ონლაინმომსახურებაში, ასევე ფინანსურ მხარდაჭერაში კერძო სადაზღვევოები. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გავმართავთ მოლაპარაკებებს და ამის შემდეგ გახდება ეს ცნობილი," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები