05 ივნისი 2020,   02:54
ვრცლად
პაატა იმნაძე ამბობს, რომ მედპერსონალის დაინფიცირება გარდაუვალია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ მედპერსონალის ვირუსისგან დაცვა ძალიან რთულია და კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ექიმებს შორისაც იქნება. 

როგორც მან საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში უკვე გვაქვს შემთხვევები, როდესაც დაავადდა ექიმი, საშუალო მედპერსონალი - ექთანი და ასევე, დამხმარე სამედიცინო პერსონალი. იმნაძე ამბობს, რომ ძალიან რთულია ყველა წესის ზედმიწევნით დაცვა მუშაობისას, მით უფრო მაშინ, როდესაც მედპერსონალი მუშაობისგან დაღლილია. ინფიცირებას კი წესების ოდნავი დარღვევაც იწვევს.

რაც შეეხება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, იმნაძე განმარტავს, რომ ეს არ განიხილება, როგორც ექიმის სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაინფიცირება, რადგან ექიმი ამ შემთხვევაში დაავადდა ოჯახის წევრისგან. 

იმ პაციენტების ოჯახები კი, რომლებთანაც სასწრაფო დახმარების ექიმი იმყოფებოდა, მუდმივი დაკვირვების ქვეშ არიან. 

დღის ამბები