02 ივნისი 2020,   21:30
ვრცლად
მრევლი გადაწყვეტილების მოლოდინში - რა ზომებს მიიღებს საპატრიარქო აღდგომისთვის

მოახლოებული რელიგიური დღესასწაულები და მრევლი ქართული ეკლესიის გადაწყვეტილების მოლოდინში - ჯერჯერობით უცნობია რა ზომებს მიიღებს საპატრიარქო აღდგომის დღესასწაულისთვის, რომელიც 19 აპრილს აღინიშნება. იქამდე კი მართლმადიდებელი ეკლესია 12 აპრილს აღნიშნავს ბზობას, ხოლო ხვალ, 7 აპრილს არის ხარება.

სასულიერო პირები აცხადებენ, რომ დღესასწაულებზე ღვთისმსახურება ყველა წესის დაცვით აღევლინება და წესებში რაიმე ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა შალვას თქმით, ღვთისმსახურებაში ერთადერთი განსხვავება არის ის დისტანცია, რომელსაც მრევლის წევრები იცავენ. მოძღვრის ინფორმაციით, ტაძარში დისტანცია 3 მეტრამდე გაიზარდა, რამაც მრევლის რაოდენობა ავტომატურად შეამცირა.


დღის ამბები