05 ივნისი 2020,   03:07
ვრცლად
შეიქმნება პლატფორმა, სადაც დისტანციურ სწავლებაზე პედაგოგები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ - ნინო იაკობაშვილი

დისტანციური სწავლების მიმართულებით განათლების სამინისტრომ რამდენიმე პროექტი აამოქმედა, ერთ-ერთი მათგანი Microsoft-ის 15-ზე მეტი პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, ეს არის პლატფორმა ონლაინ ინტერაქტიული გაკვეთილებისთვის. საქართველოს საჯარო სკოლებისთვის, ადმინისტრაციისთვის, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის, შეიქმნა Microsoft Office 365-ის მომხმარებლის პროფილი, რომელიც 600 000-მდე მოსწავლეს და 55 000-მდე მასწავლებელს აერთიანებს.

პროგრამა Teams-ს უკვე აქტიურად იყენებენ. Microsoft TEAMS-ში შეიქმნა ვირტუალური საკლასო ოთახები ყველა სკოლის კლასებისა და საგნებისთვის; განვითარდა საჯარო სკოლებისთვის მხარდამჭერი ვიდეო და ტექსტური ინსტრუქციები, რაც განთავსებულია სპეციალურ პორტალებზე. 

სკოლამდელ და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის პროექტის მენეჯერი ნინო იაკობაშვილი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში TEAMS-ის მომხმარებელთა სტატისტიკა გაიზარდა საქართველოში.- ამის შესახებ მან "დღის კუიერში" განაცხადა. 

მისი თქმით დისტანციური სწავლების მოდელს ქართველმა პედაგოგებმა და მოსწავლეებმა თავი კარგად გაართვეს.

"​ამ ეტაპზე სტატისტიკა არის გაზრდილი მარტამდე TEAMS-ს ჰყავდა 10 000-მდე მოქალაქე. ხოლო, უკანასკნელი მონაცემებით 386 000 ადამიანი სარგებლობს ამ პროგრამით. ორი კურსის ლოკალიზება უკვე დასრულდა, რომლებიც კონკრეტულ საიტზე განთავსდება. მიმდინარეობს მუშაობა, რომ Microsoft-ის საგანმანათლებლო პროგრამის გადაქართულება მოხდეს. TEAMS-ი ქართული ფუნქციონირებაც არ არსებობს ჯერჯერობით, თუმცა Microsoft-თან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ TEAMS-ი ლოკალიზება მოხდეს და ქართველ მომხმარებელს შევთავაზოთ TEAMS-ი ქართულად.

რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას დისტანციური სწავლების მეთოდიკაში, იქნება მნიშვნელოვანი. ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაც დაიწყო, ეროვნული სასწავლო გეგმის სამმართველოს ექსპერტები კი მუშაობენ გზამკვლევების შექმნაზე, რომლებიც მიეწოდებათ სკოლებს რაზე დაყრდნობითაც სასწავლო რესურსებს განავითარებენ. ეს ჩვენი ახალი რეფორმის სკოლები კი რაიონებში და რეგიონებში გახდება ჰაბი, შეიქმენება პლატფორმა , სადაც მასწავლებლებს მიეცემათ საშუალება, რომ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება თანამედროვე დისტანციური სწავლების შესახებ,"- განაცხადა ნინო იაკობაშვილმა.

დღის ამბები