05 ივნისი 2020,   03:36
ვრცლად
ბათუმში COVID-19-ით დაინფიცირებულ 62 წლის ქალს მუცლის ძლიერი ტკივილები და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა

ბათუმში მცხოვრები 62 წლის ქალი კორონავირუსი შიდა გადაცემით დაინფიცირდა. მას მუცლის არეში ძლიერი ტკივილები აღენიშნებოდა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. ქალმა მალევე მეორე ბრიგადა გამოიძახა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ შუა ხნის ქალს ცხელებაც დაეწყო.  62 წლის ქალის მონაცემების ლუგარის ცენტრში გაგზავნის შემდეგ, პასუხები დადებითი მოვიდა.

ექიმების თქმით, ქალს ტემპერატურის გარდა, ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა არც ერთი სიმპტომი არ აღენიშნებოდა. ამ ეტაპზე უცნობია, ვისგან დაინფიცირდა 62 წლის ქალი.

ამ დროისთვის, სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადა იზოლირებულ გარემოშია. პარალელურად იკვლევენ იმ პირებს, ვისთანაც დაინფიცირებულს შეხება ჰქონდა.

"პაციენტმა კლინიკაში მიმართა ჩვენს ენდოსკოპისტს. შემოსვლისთანავე, შეკრებილი ანამნეზიდან და ჩატარებული სადიაგნოსტიკო საშუალებებიდან გამომდინარე, ვგულისხმობ კომპიუტერულ ტომოგრაფიას გულ-მკერდისას, სადაც გამოვლინდა ორმხრივი ინფილტრაცია, პაციენტს მიეცა რეკომენდაცია და გადაყვანილ იქნა პროფილურ კლინიკაში.

ეჭვი მაშინვე იქნა მიტანილი სავარაუდო COVID-19 ინფექციაზე. გაწერისთანავე კლინიკა დამუშავდა სათანადოდ და ამჟამად ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს პაციენტთა მიღებას. ათამდე პერსონალი იმყოფება კარანტინის ზონაში,“ - განაცხადა მედიცინის დოქტორმა, კლინიკა "მედინას" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ქაჯაიამ. 

დღის ამბები