06 ივნისი 2020,   08:09
ვრცლად
როგორ ჩატარდება ღვთისმსახურება აღდგომის ღამეს - სასულიერო პირებს რამდენიმე ვარაუდი აქვთ

სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ისინი ყველა იმ რეკომენდაცია ასრულებენ, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გასცა. მათი თქმით, დღესაც, მრევლი წირვაზე ერთმანეთისგან დისტანცირებულად იდგა. 

სასულიერო პირების ნაწილი ვარაუდით, დიდი ხუთშაბათის შემდეგ გადაწყდება, თუ როგორ ჩატარდება აღდგომის დღესასწაულზე მსახურება. ლიტურგიას კი კურთხევის შესაბამისად შეასრულებენ.

სასულიერო პირები ნაწილი იმ ვერსიასაც განიხილავს, რომ მრევლი ტაძარში დილით მივიდეს. 

"დილით მოვლენ, ილოცებენ და დაანთებენ სანთლებს. ჩვენ, ალბათ, ტრადიციულად ვწირავთ ღამით, როგორც არის,“ - ამბობს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა.

შეგახსენებთ, რომ ტაძრებში წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა შეკრება დაიწყეს საპატრიარქოში. სავარაუდოდ, განხილვის თემა იქნება, როგორ აღნიშნავს მართლმადიდებლური ეკლესია ქვეყანაში  აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

 

დღის ამბები