06 ივნისი 2020,   12:00
ვრცლად
კარგი იქნება, თუ ხანდაზმულებისთვის, ეპიდემიის დასრულების შემდეგ პნევმოკოკის ვაქცინაცია დაინერგება - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კარგი იქნება თუ ქვეყანაში ხანდაზმულებისთვის, ეპიდემიის დასრულების შემდეგ პნევმოკოკის ვაქცინაცია დაინერგება.

გამყრელიძის განმარტებით, პნევმოკოკის ვაქცინა პნევმონიის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება.

მისივე თქმით, ჯერჯერობით, არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, რომ პნევმოკოკის აცრას კორონავირუსის წინააღმდეფ ეფექტური შედეგი ექნება.

"2015 წლიდან ვცრით ბავშვებს. ეროვნულ კალენდარში შეტანილია პნევმოკოკით ვაქცინაცია და ამან შედეგი მოიტანა პნევმონიების შემცირებისა ქვეყანაში. პნევმონია სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ 5 წლამდე ბავშვებში.

რაც შეეხება ხანდაზმულთა 60 წლის ზემოთ ადამიანთა აცრას, ის მართლაც იცავს პნევმონიისგან ხანდაზმულებსაც, მაგრამ პნევმოკოკური პნევმონიების განვითარებისგან. რაც შეეხება კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს კვლევები ჯერჯერობით არ არსებობს. მე, როგორც დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი საზოგადოებას და მთავრობას რეკომენდაციას მივცემდი, კარგი იქნება თუ ეს დაინერგება, როცა პანდემია დასრულდება, ანუ თუ ჩვენ გვექნება იმის ფინანსური რესურსი, რომ პნევმოკოკური ვაქცინაცია იყოს შემოტანილი ქვეყანაში,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები