06 ივნისი 2020,   12:01
ვრცლად
ჯანმო-ს ხელმძღვანელი გიორგი გახარიას გზავნილისთვის მადლობას უხდის

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გებრეიესუსი მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს გზავნილისთვის, რომელიც მან "ტვიტერზე" გუშინ, ჯანდაცვის მსოფლიო დღეს, განათავსა.

"მადლობა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ქართველი ხალხის და განსაკუთრებით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის გაკეთებული შესანიშნავი გზავნილისთვის. 

ერთად COVID-19-ის წინააღმდეგ!" - წერს ტედროს გებრეიესუსი "ტვიტერზე".

გიორგი გახარიამ გუშინ "ტვიტერზე" ქართველ ხალხსა და მსოფლიოს ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პატივისცემა გამოხატა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა და ყველა იმ პირისადმი, ვინც "უხილავ  მტერს, კორონავირუსს, გმირულად ებრძვის".

 

დღის ამბები