06 ივნისი 2020,   11:40
ვრცლად
ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებული 5 ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია - კლინიკაში 20 პაციენტის პასუხებს ელიან

ბოჭორიშვილის კლინიკაში ლუგარის ლაბორატორიიდან 20 პაციენტის ანალიზების პასუხს ელოდებიან. მათგან 4 პაციენტს განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა. ამ ეტაპზე კლინიკაში 48 ადამიანს აკვირდებიან, აქედან ლაბორატორიულად დადასტურებული 13 შემთხვევაა.

ექიმის განმარტებით, პაციენტების საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, 5 პაციენტთან აღინიშნება გართულებული პნევმონია, შედარებით რთულად მიმდინარეობს ვირუსი შუახნის მამაკაცთან, რომელსაც აქვს ორმხრივი პნევმონია და სხვა ქრონიკული დაავადებები.

"13 რჩება დადასტურებული შემთხვევა, აქედან 5 არის გართულებული, ანუ პნევმონიით. გამოვყოფდი ერთი პაციენტის მდგომარეობას, ეს არის მაღალი ასაკის მქონე პიროვნება, მასთან რჩება პნევმონია ორმხრივი. დადასტურებული შემთხვევებიდან 5 არის ბავშვი, მათი მდგომარეობა არის სტაბილური. გრძელდება მონიტორინგი და მკურნალობა. ამ ეტაპზე კვლევაში არის 20 პაციენტი, ველოდებით მათ პასუხებს," - განაცხადა ექიმმა-ინფექციონისტმა მეგი კობახიძემ. 

დღის ამბები