06 ივნისი 2020,   12:10
ვრცლად
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, გარდაცვლილი 15 წლის მოზარდს COVID-19 არ ჰქონდა

კიდევ ერთი ინფიცირებული ოკუპირებულ აფხაზეთში - დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კორონავირუსი საერთო ჯამში ორ ადამიანს აქვს დადასტურებული. მეორე ინფიცირებული, კორონავირუსის მქონე პირველი პაციენტის კონტაქტია.

COVID-19-ზე ტესტი ჩაუტარდა კიდევ 5 ადამიანს. მათი შედეგები უარყოფითია. ოკუპირებული რეჟიმის ინფორმაციით, 15 წლის მოზარდს, რომელიც აფხაზეთში გარდაიცვალა, COVID-19 არ ჰქონდა.

"დღეს ჩვენ ეპიდემიის ახალ ფაზაში შევედით, რომელიც უფრო კომპლექსური და რთულია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ვირუსის გავრცელება შეჩერდეს. ამისთვის მთავრობა სერიოზულ ზომებს მიიღებს. თუმცა ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავარია სახლში დარჩენა. მინდა, მეზობელი ქვეყნებიდან ახლახანს დაბრუნებულ მოქალაქეებს მივმართო, თვითიზოლაცია თქვენი პასუხისმგებლობაა," - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ. 

 

დღის ამბები