06 ივნისი 2020,   10:48
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - დაღუპულია სამი ადამიანი  

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავარია მარჯვენა სანაპიროზე მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა სამი და დაშავდა 2 ადამიანი.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება. 

დღის ამბები