06 ივნისი 2020,   11:46
ვრცლად
ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ ჩვენება მსჯავრდებულებმა - შინაგან საქმეთა სამინიტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ და საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ზურაბ მიქაძემ მისცეს.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის თქმით, მსჯავრდებულებმა აღნიშნული ჩვენება საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ მისცეს.

"ეს მოწმეები რამდენჯერმე არიან დაკითხული 2012 წლიდან და აბსოლუტურად სხვადასხვა ჩვენებებს იძლევიან. კანონი გვეუბნება, რომ ასეთი მოწმეების ჩვენება სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს.

ის, რაც გვაქვს საქმეში, სასამართლოს არ მისცემს იმის საშუალებას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს," - განაცხადა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ნოემბერში წაუყენეს. მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. ოქრუაშვილს წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა 25 აპრილს ეწურება.

დღის ამბები