06 ივნისი 2020,   11:18
ვრცლად
კახეთში, სასტუმრო "ამბასადორი კაჭრეთში" მოწყობილი საკარანტინო სივრცე 127-მა მოქალაქემ დატოვა

კახეთში, სასტუმრო "ამბასადორი კაჭრეთში" მოწყობილი საკარანტინო სივრცე მოქალაქეთა 127 კაციანმა ჯგუფმა დატოვა, სივრცეს დეზინფექცია ჩაუტარდა.

კარანტინის დატოვებამდე კი, მოქალაქეებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს. კახეთის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 560-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

"კახეთის 12 საკარანტინო სივრცეში დღეის მდგომარეობით 564 ადამიანი იმყოფება. ერთ-ერთი საკარანტინო ზონიდან 127 ადამიანი გაემგზავრება თავიანთ სახლებში. მარშრუტი არის როგორც დედაქალაქისკენ, ასევე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონისკენ," - განაცხადა კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები