06 ივნისი 2020,   12:00
ვრცლად
საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების დასაბრუნებლად საკმაო რესურსია გამოყოფილი - გია ვოლსკი

კორონავირუსის პირობებში საზღვარგარეთ მყოფი ქართველების საკითხი ერთ-ერთ აქტუალურ თემად რჩება. როგორც უმრავლესობაში ამბობენ, მათ სამშობლოში დასაბრუნებლად სახელმწიფომ მნიშვნელოვანი რესურსი გამოყო და უყურადღებოდ არც ერთი მათგანი დარჩენილა.

მმართველი გუნდის წევრების თქმითვე, ფრენების განრიგი წინასწარ უკვე გაწერილია და მთავრობის მიერ დანიშნული სპეცრეისით ყველა მსურველი ჩამოვა.

"საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების დასაბრუნებლად საკმაო რესურსი იქნა გამოყოფილი. მობილიზაცია ასეთი, თავისი ხარისხით, თავისი მასშტაბით იშვიათი და მისაბაძია სხვა ქვეყნებისთვის. არის გარკვეული მცდელობები, რომ ეს თემა გადააქციონ პოლიტიკური სპეკულირების საგნად. მე ვფიქრობ, ეს წარუმატებელი მცდელობებია, იმიტომ, რომ არც ერთი ადამიანი უყურადღებოდ არ რჩება," - განაცხადა ვიცე-სკიპერმა გია ვოლსკიმ. 

დღის ამბები