06 ივნისი 2020,   12:28
ვრცლად
9 აპრილის ტრაგედია - მემორიალთან დაღუპულების ახლობლები მივიდნენ

დილიდან რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალთან მხოლოდ დაღუპულების ახლობლები მივიდნენ. ჯერჯერობით მემორიალთან არ გამოჩენილან პოლიტიკოსები.

კომენდანტის საათის გამო, პირველად ბოლო 31 წლის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამით არავინ მისულა.

გასულ წლებში მემორიალთან დაღუპულების ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები ღამის 12 საათიდან იკრიბებოდნენ. მემორიალს ყვავილებით ამკობდნენ და გარდაცვლილთა სულებს პატივს მიაგებდნენ .

"ყოველთვის მოვდივარ და ვანთებ სანთლებს. ეს არის ჩემთვის, სანამ ცოცხალი ვიქნები, დაუვიწყარი წუთები და საათები, რაც საკუთარი თვალით ვნახე," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე. 

დღის ამბები