06 ივნისი 2020,   12:13
ვრცლად
აჭარაში დამატებით 116 პირი გამოიკვლიეს - მათგან 50 ქობულეთის კლასტერს უკავშირდება

აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 116 პირი გამოიკვლიეს, მათგან 50 ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. საუბარია COVID 19-ით ინფიცირებული 62 წლის ქალის კონტაქტებზე. გამოკვლეულია მედპერსონალიც, როგორც ქობულეთში, ასევე ბათუმში. კვლევის შედეგად კორონავირუსი არცერთ პირს არ დაუდასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს პირველადი ტესტების პასუხებია, ამიტომ არ არის გამორიცხული მომდევნო დღეებში ვირუსის დადასტურებული შემთხვევა ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით გამოვლინდეს. 

ამ დრომდე მუშაობენ ეპიდემიოლოგები ქობულეთის რაიონში. მოძიებულია ათობით კონტაქტი, თუმცა პროცესი გრძელდება და დღის ბოლომდე ლაბორატორიული კვლევა კიდევ რამდენიმე პირს ჩაუტარდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 38 კონტაქტია დადგენილი ქობულეთის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც ამ დროისთვის დახურულია.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, კლინიკა "მედალფაში" სულ 14 პაციენტი მკურნალობს, ამათგან ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

დღის ამბები