06 ივნისი 2020,   12:34
ვრცლად
კახეთიდან 10 მოქალაქისთვის COVID-19-ზე აღებული ნიმუშების პასუხი უარყოფითია - რეგიონში ვირუსის არცერთი შემთხვევა დადასტურებულა

კახეთიდან 10 მოქალაქეზე გუშინ COVID-19-ზე აღებული ნიმუშების პასუხი უარყოფითია.
არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნელი ხიზანიშვილმა განმარტა, ცხელების ცენტრებში მაღალი ტემპერატურით რამდენიმე პაციენტი დაემატა, მათ შორის საკარანტინო ზონიდან. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან და ნიმუშებს ლუგარის ლაბორატორიაში დღის განმავლობაში გააგზავნიან.

რაც შეეხება, 11 საკარანტინო ზონაში, მოქალაქეთა რაოდენობა 456-მდე შემცირდა.ასევე, იკლო თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რაოდენობამ და ამ ეტაპზე ეს რიცხვი 10-ს შეადგენს. გარდა ამისა, სპეციალისტების მეთვალყურეობა 1 მოქალაქეს მოეხსნა.

კახეთის რეგიონში ამ დრომდე კორონავირუსის არცერთი ლაბორატორიული შემთხვევა არ დადასტურებულა.

დღის ამბები