06 ივნისი 2020,   12:40
ვრცლად
"ქართული ოცნება" ადასტურებს რომ StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ჩარიცხა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა.

ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა კორონავირუსის წინააღმდეგ მთავრობის მიერ შექმნილ ფონდში 100 მილიონი გადარიცხა.- ნათქვამია "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

"პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა.

სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილმა „ქართუ ფონდში“ რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა.

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დონაცია კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე გუშინ გვიან ღამით აისახა.

StopCoV ფონდის ანგარიშზე ამ დროისთვის 124 543 899 ლარია მობილიზებული.

StopCoV ფონდი მარტის დასაწყისში შეიქმნა და მასში აკუმულირებული თანხა
იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ფონდში შენატანები განახორციელეს როგორც კომპანიებმა, ისე ფიზიკურმა პირებმა."-

ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები