29 მაისი 2020,   15:39
ვრცლად
შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 115 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის კიდევ 115 ფაქტი გამოავლინა.

კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაჯარიმდა 73, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, კი სულ 15 მოქალაქე.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 27 პირი დააჯარიმეს.

დღის ამბები