05 ივლისი 2020,   18:53
ვრცლად
ვიბრძვით ორ ფრონტზე: ჯანმრთელობის და ეკონომიკური განვითარების და არცერთ ფრონტზე ცალკე აღებულზე გამარჯვებას ფასი არ ექნება - პრემიერი

"ეკონომიკური ზრდის სერიოზულ შემცირებას ველოდებით," - ამის შესასებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარიას თქით, აღნიშნული გამოწვევების გამო, ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილება იგეგმება.

"რა თქმა უნდა, ეკონომიკური გამოწვევები დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც შემიძლია გითხრათ, რა თქმა უნდა, ჩვენ ეკონომიკური ზრდის სერიოზულ შემცირებას ველოდებით. ამას ველოდებით და შესაბამისად ბიუჯეტში ცვლილებებიც შეგვაქვს. ასევე მინდა გითხრათ, საქართველოს ხელისუფლება უკვე მუშაობს ამ გამკაცრებული ღონისძიებების, კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად გააზრებული გეგმა, რომელიც დაიცავს ბალანსს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვასა და ეკონომიკური განვითარების პოტენციალს შორის," - განაცხადა გახარიამ.

დღის ამბები