06 ივნისი 2020,   10:13
ვრცლად
კიევ-პეჩერის ლავრაში 30 სასულიერო პირი კორონავირუსით დაინფიცირდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევ-პეჩერის ლავრაში 30 სასულიერო პირი კორონავირუსით დაინფიცირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფმა 44-მა სასულიერო პირმა კორონავირუსის ტესტი 4 აპრილს გაიკეთა.

აღმოჩნდა, რომ 30 მათგანს COVID-19 დაუდასტურდა. კიევ-პეჩერის ლავრა 4 აპრილს მორწმუნეებისთვის დაიხურა. კორონავირუსის დიაგნოზი კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარს, მიტროპოლიტ პავლეს დაუსვეს.

დღის ამბები