02 ივნისი 2020,   21:37
ვრცლად
ეპიდსიტუაციის გამწვავების ერთ-ერთი მიზეზი სწრაფი ტესტების არარსებობაა - გიორგი ვაშაძე

პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერი ამბობს, რომ ქვეყანაში გატარებული ქმედებები საკმარისი არ არის და საქართველო კვლავ ეპიდაფეთქების ზღვარზეა.

მისივე თქმით, ეპიდსიტუაციის გამწვავების ერთ-ერთი მიზეზი სწრაფი ტესტების არარსებობაა.

"დანაშაულია, როდესაც ექიმთან მიდის ადამიანი და ექიმებს არ აქვთ შესაძლებლობა დაუსვან მას დიაგნოზი კორონავირუსთან დაკავშირებით. 

ყველა ახალი შემთხვევა - ვანის, ქობულეთის, ბათუმის და თემქის ადასტურებს იმას, რომ ადამიანები მიმართავენ ექიმებს, მათ კი არ აქვთ სადიაგნოსტიკო შესაძლებლობები და ისინი ვერ სვამენ დიაგნოზს. 

როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი? ჩვენი გეგმით 30 ათასი ადამიანი იქნებოდა ახლა ტესტირებულ - დიაგნოსტირებული ქვეყანაში,"- აღნიშნა "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ. 

დღის ამბები