05 ივნისი 2020,   14:29
ვრცლად
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 18 ნიმუშია გაგზავნილი

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 18 ნიმუშია გაგზავნილი. სპეციალისტებმა ანალიზების ნაწილი საკარანტინო ზონაში, ხოლო ნაწილი ცხელების ცენტრებში მყოფ პაციენტებისგან აიღეს. ყველა მათგანის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, თუმცა რამდენიმეს ორმხრივი პნევმონია აღენიშნება.

რეგიონიდან გაგზავნილ კვლევებზე ლაბორატორიული პასუხი სავარაუდოდ ხვალ დილით გახდება ცნობილი.

ამასთან, კახეთში, სამი მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 4 ცხელების ცენტრია, სადაც საჭიროების შემთხვევაში 73 პირს მოათავსებენ. აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი სამედიცინო ინვენტარი რამდენიმე კვირის წინ შეიტანეს.

რეგიონში ეპიდმდგომარეობა კვლავ სტაბილურია და COVID-19-ით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დღის ამბები