07 ივნისი 2020,   09:23
ვრცლად
ვანში ლუგარის ლაბორატორი​ა ჩავიდა - კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების შვილს ტესტი ჩაუტარდება

ვანში COVID-19-ით ინფიცირებული ცოლ-ქმრის ოჯახში, ლუგარის ლაბორატორიიდან მათი შვილისათვის შესაძლო ინფექციის გამოსარიცხად ტესტის ასაღებად ჩავიდნენ. ეს სწორედ ის ოჯახია, ვის გამოც ვანში კონტროლი გამკაცრდა და კონკრეტული რეჟიმი დაწესდა, რადგან 65 წლის ქალის შემთხვევაში რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, ინფიცირების პირველწყარო უცნობია, მისი კონტაქტები კი მრავალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვანში შიდა გავრცელების მაღალი რისკია.

თერმოსკრინინგით შემოწმდნენ ვირუსის მქონე პირების მეზობლები და სავარაუდო კონტაქტებიც.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან ვანის ორივე შესასვლელში საპოლიციო ბლოკ-პოსტები ამოქმედდა. ყველა მოქალაქეს, რომლებსაც ვანის ტერიტორიაზე შესვლის სურვილი ექნება, სპეციალური თერმოსკრინინგის და საპოლიციო კონტროლის გავლა მოუწევს.

გარდა ამისა, ადგილზე ამოქმედებულია სპეციალური საველე სამედიცინო პუნქტი, სადაც მოქალაქეებს სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში გადაიყვანენ და პირველად დახმარებას აღმოუჩენენ.

დღის ამბები