05 ივნისი 2020,   05:03
ვრცლად
ვის ჩაუტარდება სწრაფი ტესტირება - ჯანდაცვის სამინისტრომ COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) ლაბორატორიული  დიაგნოსტიკის ალგორითმის დამტკიცების თაობაზე ჯანდაცვის მინისტრის 1 აპრილის ბრძანებას თან ახლავს დანართი, რომელშიც მიმოხილულია  COVID-19-ის ტესტირების ალგორითმები სხვადასხვა ჯგუფებისთვის.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით სკრინინგი უტარდებათ, პარალელურად, შესაძლებელია ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარებაც ისეთ საზოგადოებრივ ჯგუფებს,  რომელსაც წარმოადგენენ პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის, მონასტრებში მყოფი ადამიანები.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ უსიმპტომო პირებს უტარდება სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით, პარალელურად, შესაძლებელია ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარებაც. თუ ორგანიზებულ ჯგუფებთან მყოფ პირებს დაუდგინდება ინფექცია, ისინი განიხილებიან, როგორც სავარაუდო კონტაქტები და მიეცემათ თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი.

სწრაფი ტესტირება უტარდება მაღალი რისკის კონტინგენტსაც, ამ კატეგორიაში განიხილება შემდეგი პრიორიტეტული ჯგუფები:

თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები.

სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები და იზოლაციისთვის (კარანტინი) განკუთვნილ 14 დღის განმავლობაში უვლინდებათ COVID-19-თვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები.

სიმპტომური პაციენტები მაღალი რისკის ზონებიდან.

პირები სპეციფიკური სიმპტომების მქონე პაციენტების კლასტერიდან (კლასტერი = 2 ან მეტი ადამიანი სპეციფიკური სიმპტომებით).

უსიმპტომო პირები, მაღალი რისკის ჯგუფებიდან სტრატეგიულ ობიექტებში, მათ შორის, უსიმპტომო მედპერსონალს ადგილზე უტარდება სწრაფი ტესტი ანტისხეულებზე (პჯრ არ ესაჭიროებათ)

დღის ამბები