07 ივნისი 2020,   09:55
ვრცლად
ამერიკელები ზაფხულის შვებულებით სარგებლობას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ვირუსის გავრცელება შემცირდება - ენტონი ფაუჩი

ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ამერიკელები ზაფხულის შვებულებით სარგებლობას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ვირუსის გავრცელება შემცირდება. ჟურნალისტის კითხვაზე აპირებს, თუ არა თავად ენტონი ფაუჩი ზაფხულის დასვენების გამოყენებას, რაზეც ფაუჩიმ უპასუხა, რომ მას შვებულება არ აქვს.

"როდესაც ამას გავაკეთებთ და გავხსნით ქვეყანას, ამ ტერმინს ჩვენ ხშირად ვიყენებთ, მზად უნდა ვიყოთ, რომ როდესაც ინფექციების შემთხვევები ისევ დაფიქსირდება ჩვენ მას აგრესიული და ეფექტური ზომები დავახვედროთ. აღმოვაჩინოთ, მოვახდინოთ იზოლაცია, დავადგინოთ კვალი და დავრწმუნდეთ, რომ გავრცელება არ გვაქვს,"- განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

შეგახსენებთ, შტატებს მსოფლიოში ყველაზე მეტი 435 ათასი ინფიცირებული ჰყავს. აქ ვირუსმა თითქმის 15 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.

დღის ამბები