02 ივნისი 2020,   20:46
ვრცლად
ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 117 შემთხვევა დაფიქსირდა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის პრესსპიკერის განცხადებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონა ვირუსით გარდაცვალების 117 შემთხვევა დაფიქსირდა, კიანუშ ჯაჰანპურის თქმით, ქვეყანაში COVID- 19-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4 110 შეადგინა. გაზრდილია ინფიცირებულთა რიცხვიც, ბოლო მონაცემებით  COVID-19-ზე დადებითი პასუხი 66 220 ადამიანს დაუფიქსირდა.

"საუბედუროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 117 შემთხვევა დაფიქსირდა. დავკარგეთ კიდევ უამრავი ძვირფასი თანამოქალაქე, არსებული მონაცემებით ქვეყანაში გვყავს 4 110 გარდაცვლილი. ვირუსმა კი სრულიად ირანი მოიცვა," - განაცხადა კიანუშ ჯაჰანპურმა.

დღის ამბები