31 მაისი 2020,   18:19
ვრცლად
COVID 19-ის ოთხივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დილის შემდეგ დადასტურებული COVID 19-ის 4 შემთხვევიდან ყველა მათგანის ინფიცირების წყარო ცნობილია. მისი თქმით, ოთხივე შემთხვევა მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება. 

მარინა ეზუგბაიამ განმარტა, რომ ახალი პაციენტებიდან 2 ბათუმში, ხოლო 2 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსდება. როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, 1 პაციენტი უკვე მიიყვანეს კლინიკაში, ხოლო მეორე გზაშია.

მარიან ეზუგბაიას თქმით, ახალადდაინფიცირებული პაციენტების მდგომარეობის შესახებ კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც შესაბამისი კვლევა ჩაუტარდებათ.

დღის ამბები