04 ივნისი 2020,   22:22
ვრცლად
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს რომლითაც მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება

პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებს, რითაც მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება.

ცვლილებებს მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, სამი წინააღმდეგი იყო.

კენჭისყრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, ნორმები, რომლებიც დგინდება, იყოს დროებით გაწერილი გარდამავალ დებულებებში, მაგალითად 15 ივლისამდე.

ვადის საკითხს დეპუტატები კენჭისყრის შემდეგ განიხილავენ. კანონმდებლებმა ინიციატივას მხარი სწორედ ამ პირობით დაუჭირეს.

დღის ამბები